ირაკლი ლეონიძე - მედიატორი 2023 წლიდან
პროფესიით იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრი, მაგისტრი (საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებული) და ამჟამად, თსუ-ს სამართლის დოქტორანტი.
2019 წლიდან ჩაერთო თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის საქმიანობაში: საორგანიზაციო, კვლევითი და სარედაქციო მიმართულებით. მონაწილეობდა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სტაჟირების პროგრამებში. 2021 წლიდან მუშაობს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა პოზიციაზე. ამჟამად ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელია.
გავლილი აქვს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მედიაციის (32 და 70 საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგები. ასევე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ და პროექტი „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“. მონაწილეობდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის პირველ ეროვნულ შეჯიბრში: „სამოსამართლო ქცევა და დისციპლინა“ და ევროპის უნივერსიტეტის კომერციული მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში. ის არის ათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საფაკულტეტო გამოცემების სარედაქციო ჯგუფის წევრი და არაერთი საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციის მონაწილე/გამარჯვებული.
ირაკლის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი, სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომითი დავები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.