ENG

მედიატორი

ნინო ხუბულია

მედიატორი
სიითი N0182
სასამართლო მედიატორი
ნინო ხუბულია - მედიატორი 2023 წლიდან

ამჟამად, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი; მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

პროფესიით იურისტი, ფლობს ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს. 2020-2021წწ. სწავლობდა კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) სამაგისტრო პროგრამაზე. ამჟამად არის თსუ სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
2021 წლიდან ნინოს გავლილი აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, WIPO აკადემიის ორგანიზებული ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას: 2020 წლიდან - დღემდე არის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; 2023წლიდან - დღემდე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი. 2020-2022წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე.

სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, საოჯახო, სამემკვიდრეო, სანივთო, სამეწარმეო, შრომითი და პირად, არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული დავები.

სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, გერმანული.
უკან