ENG

მედიატორი

თამარ მაისურაძე

მედიატორი
სიითი N0031
სასამართლო მედიატორი
თამარ მაისურაძე - მედიატორი 2017 წლიდან.

ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის და საჯარო მმართველობის მაგისტრის დიპლომებს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომს.
2017 წლიდან თამარს გავლილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგი. 2017 წლიდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თამარის სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: საოჯახო, სამემკვიდრეო და ვალდებულებითი დავები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2018 წლიდან - დღემდე არის მოსამართლის თანაშემწე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012 – 2018 წწ თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო უფროსი კონსულტანტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; 2013 – 2013 წწ - Main-Taunus-Kreis, (თაუნუსის ოლქი, გერმანია), პრეს-სამსახურის სტაჟიორი; 2010 – 2010 წწ - ტრენერი, AIESEC Poland-საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
უკან