„საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში“ ახლადარჩეული ეთიკის კომისიის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც არჩეული იქნა ეთიკის კომისიის პირველი თავმჯდომარე სოფიო დუღაშვილი.
ეთიკის კომისია შედგება 9 წევრისგან. ეთიკის კომისიის წევრებს ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრება.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ახლადარჩეული ეთიკის კომისიას და მის პირველ თავმჯდომარეს.