ENG

ასოციაცია

ჩვენს შესახებ

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2019 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციის ძირითადი მიზნებია:

  • დაარეგულიროს მედიატორთა საქმიანობა და გახადოს მედიაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი;
  • განავითაროს მედიატორის პროფესია და განსაზღვროს მედიატორის კვალიფიკაციის საკითხები;
  • განსაზღვროს მედიატორთა პროფესიული ეთიკის ერთიანი სტანდარტი და უზრუნველყოს მისი აღსრულება დისციპლინური სამართალწარმოების წესით;
  • უზრუნველყოს კერძო და სასამართლო მედიაციის შეუფერხებელი ფუნქციონირება;
  • მედიაცია გახადოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ხშირად გამოყენებადი მექანიზმი;
  • გაზარდოს მედიაციის მიმართ ცნობადობა და აამაღლოს ნდობის ხარისხი;
  • დაიცვას მედიატორთა უფლებები;
  • დანერგოს და განავითაროს მედიაციის საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში.
მედიატორთა ასოციაციის მმართველი ორგანოებია ასოციაციის საერთო კრება, ასოციაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭო. ასოციაციის მედიატორთა ეროვნულ რეესტრში ამჟამად 253 წევრია.
უკან

თამარ იმნაიშვილი

თავმჯდომარე
 
საბჭო არის მართვის განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ასოციაციის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს, მიზნებსა და სტრატეგიას.საბჭოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონით „მედიაციის შესახებ“ და ასევე ასოციაციის წესდებით.საბჭო შედგება არანაკლებ 8 წევრისაგან.  საბჭოს წევრებს  4 წლის ვადით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად (ex officio) არის საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობს მას.
საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ.ასოციაციის კოლეგიური წესით მართვასთან ერთად საბჭოს სხვადასხვა ფუნქცია აქვს, მათ შორის წლიური საქმიანობის გეგმების, ბიუჯეტის, პროექტებისა და ანგარიშების განხილვა და დამტკიცება; რეესტრის წარმოება, მედიატორთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და განხორციელება; ტრენინგის აკრედიტაციის გაცემის წესის დამტკიცება; 

საბჭოს წევრები

ყველა

სტრატეგიული გეგმა

2020 წლის 27 ივნისს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებამ ერთსულოვნად დაამტკიცა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აღმასრულებელი საბჭოს მიერ შემუშავებული 5 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა.





2020-2025 წლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა - 0.375 MB
ჩამოტვირთვა

პარტნიორები

ყველა