სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მედიატორის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილია მედიატორთა ეთიკის კომისია. ეთიკის კომისია შედგება 9 წევრისგან, რომლებიც აირჩევა საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით საბჭოს წევრთა არჩევისათვის დადგენილი წესით. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს მედიატორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით.
ეთიკის კომისიის უმთავრესი დანიშნულებაა მედიატორის პროფესიის დაცვა და პროფესიული სტანდარტების ამაღლება;ასევე, დისციპლინურ გადაცდომათა პრევენცია და მედიატორისთვის სამართლიანი დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის უზრუნველყოფა, რათა საზოგადოებაში გაიზარდოს ნდობა მედიატორის პროფესიის მიმართ.ეთიკის კომისია ამოწმებს მედიატორზე შემოსულ ინფორმაციას, შეისწავლის მის საფუძვლიანობას და წყვეტს მედიატორის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ეთიკის კომისია საქმიანობს მედიატორთა შესახებ საქართველოს კანონის, მედიატორთა დისციპლინური სამართალწარმოების დებულების, მედიატორთა ასოციაციის წესდების და მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის საფუძველზე.