ENG

აკრედიტაცია

მედიაციის/მედიატორის ტრენინგის  ჩატარებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს აკრედიტაცის მოპოვება.  ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება აქვს, იმ დაწესებულებებს, და კერძო პირებს, რომელთა მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტი მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაშია.

დაინტერესებულმა პირმა შეიძლება მოიპოვოს როგორც პროგრამული ისე ინსტიტუციური აკრედიტაცია:

პროგრამული აკრედიტაცია - 2021 წლის თებერვალიდან ასოციაციამ დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამულ აკრედიტაციაზე, რომლის ღირებულებაც შეადგენს 2, 000 (ორი ათასი) ლარს. პროგრამული აკრედიტაციის მიღება განმცხადებელს ანიჭებს უფლებამოსილებას ერთჯერადად განახორციელოს განაცხადით მოთხოვნილ ვადაში ასოციაციის მიერ დამტკიცებული პროგრამით მედიატორობის მსურველი პირების სწავლება. პროგრამული აკრედიტაციის მიღება ერთსა და იმავე განმცხადებელს წლის მანძილზე შეუძლია შეუზღუდავად.
ინსტიტუციური აკრედიტაცია -2022 წლის იანვარიდან ასოციაციამ დაიწყო განაცხადების მიღება ინსტიტუციურ აკრედიტაციაზე, რომლის ღირებულებაც შეადგენს 5, 000 (ხუთი ათასი) ლარს. ინსტიტუციური აკრედიტაცია მის მფლობელს აძლევს შესაძლებლობას კალენდარული წლის მანძილზე განახორციელოს მედიატორის ტრენინგი შეუზღუდავად.

ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო პროგრამული და ინსტიტუციური აკრედიტაციის მოთხოვნით მიღებულ განაცხადს განიხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილაბასშესაბამისი მომართვის რეგისტრაციის დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

_Share this page

_Accreditation Form

_Type of accreditation requested:

_Please choose type

_Address (City/region) *

თბილისი

ქუთაისი

კახეთი

ბათუმი

რუსთავი

ზუგდიდი

ახალციხე

ბოლნისი

_Highlight the trainers participating in the training *

აკრედიტაციის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაცია

(ა)განაცხადი

(ბ) ტრენინგის ჩატარების ადგილმდებარეობის და თარიღის შესახებ ინფორმაცია;

(გ) ტრენერთა ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია და ოდენობა დებულებით დადგენილი წესის და სტანდარტის შესაბამისად;

(დ) ტრენინგის პროგრამა - დეტალური საათობრივი დღის წესრიგი და სილაბუსი, რომელიც მოიცავს: თემის დასახელება,მისაღწევი შედეგები,მეთოდოლოგია,მასალები,წამყვანი ტრენერ(ებ)ი.

(ე)აკრედიტაციის მიღების მიზნით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.

 

ორგანიზაციულ, სტრუქტურულ და მეთოდოლოგიურ მოთხოვნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება.

_please attach files
_attach file
error