სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ 2020 წლის 27 ივნისს დაამტკიცა მედიატორთა პროფესიული სტანდარტი და განსაზღვრა მედიაციის პროფესიაში შესვლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მედიატორი, როგორც მხარეთა ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესის წარმმართველი ნეიტრალური მესამე პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის ნასამართლევი.საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად, მედიაციის პროფესიაში შესვლა უკავშირდება სამი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლას:
1. ასოციაციის მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროგრამის წარმართვის უფლებამოსილების - აკრედიტაციის მქონე სუბიექტის (სერტიფიცირების პროვაიდერის) მიერ შეთავაზებული სულ მცირე 60-საათიან ტრენინგში წარმატებული მონაწილება.