ENG

მოთხოვნები

უკან
 
მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, მე-10.2 მუხლის თანახმად 2020 წლის 01 სექტემბრიდან დაიწყო და მიმდინარეობს დაინტერესებული პირების განცხადებების მიღება, რაც გაგრძელდება 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
შეგახსენებთ, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში“ გაწევრიანებით დაინტერესებულმა პირებმა მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის მე-10.2 მუხლის თანახმად განცხადებით უნდა მიმართონ ასოციაციას, კერძოდ:
 
პირებს, რომელთაც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უფიქსირდებათ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოს და გორის რაიონულ სასამართლოში მედიატორად ან/და თანა-მედიატორად საქმიანობის ფაქტი.  პირად განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ სასამართლოს მიე გაცემული ცნობა;
• მედიაციის/მედიატორის ტრენინგის აღიარების მიზნით, ასოციაციას შესაძლებელია მიმართოს იმ ინსტიტუციამ, რომელმაც განახორციელა მსგავსი პირებისათვის მედიაციის/მედიატორის ტრენინგის ჩატარება. აღნიშნულ შემთხვევაში, აღიარების შესახებ განაცხადს უნდა ერთვოდეს გავლილი კურსის აღწერა, მეთოდოლოგია , დღის-წესრიგი და ტრენინგის მონაწილე პირის თანხმობა.
• იმ პირებს, რომელთაც მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების დამტკიცებამდე გავლილი აქვთ მედიაციის/მედიატორის ტრენინგი, მინიმუმ 40 საათიანი სწავლება, აღნიშნული სწავლების აღიარების მიზნით პირად განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ მედიაციის/მედიატორის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; გავლილი კურსის აღწერა, მეთოდოლოგია და კურსის დღის-წესრიგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი.

ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: (+595) 595505504

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ წარმატებებს უსურვებს ყველა დაინტერესებულ პირს, მოუწოდებს მათ გაეცნონ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას და იმოქმედონ მის შესაბამისად და დადგენილ ვადებში.  მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა