უჩა ქირია - მედიატორი 2025 წლიდან
უჩა არის იურიდიული კომპანია CLI-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით. მას წარმატებით აქვს დასრულებული 300-ზე მეტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავა სასამართლოსა და არბიტრაჟში. ის იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს ბიზნესის დაწყების, მისი წარმატებით ოპერირებისა და დახურვის საკითხებში.
მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობის ფარგლებში მისი გამოცდილება მოიცავს თითქმის ყველა ბიზნეს სფეროს, მათ შორის: მშენებლობა/დეველოპმენტი, ფინანსური ინსტიტუტები, ვაჭრობა, წარმოება, საკონსულტაციო ბიზნესი.
უჩა კომპანიებს კონსულტაციებს უწევს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ბიზნესის გამართული ფუნქციონირებისათვის, მათ შორის ურთიერთობები პარტნიორებს/აქციონერებსა და დირექტორებს შორის, შრომითი ურთიერთობები, მოლაპარაკების წარმოება კონტრაქტორებთან და შესაბამისი ხელშეკრულებების შედგენა; ბიზნესის დაცვა ბაზარზე არაკონკურენტული ქმედებებისგან როგორც კარტელური გარიგებების, ასევე სახელმწიფოს მოქმედების/უმოქმედობის გამო, საგადასახადო საკითხები და სხვ.
უჩა აქტიურად არის ჩართული კანონშემოქმედებით პროცესში, როგორც სამართლის ექსპერტი, აქვს ჩატარებული არაერთი პროფესიული ტრენინგი და აქტიურად მონაწილეობს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებში. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
2014 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კერძო (ბიზნეს) სამართლის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი. 2024 წელს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიარა 62-საათიანი მედიატორის ტრენინგი. ასევე, გაიარა სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით გათვალისწინებული სამივე საფეხური.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული