მარიამ ფუტკარაძე - მედიატორი 2026 წლიდან
პროფესიით იურისტია და 2025 წლიდან მუშაობს EY-ში Legal Transformation & Operate გუნდში, გერმანიაში. მას მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი კიოლნისა და ზაარლანდის უნივერსიტეტებში, ხოლო ბაკალავრიატი დასრულებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაცვლითი სემესტრით იენის უნივერსიტეტში.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სამართლებრივ კვლევას, იურიდიულ კონსულტაციას, სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობასა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულებას. სტაჟირება გაიარა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და იურიდიულ კლინიკა „ჩემი ადვოკატში“. ასევე აქვს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მიმართულებით გამოცდილება და მონაწილეობდა Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot-ში.
მარიამს გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 60-საათიანი მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამსაფეხურიანი პროგრამა.
სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური და რუსული.