ENG

მედიატორი

ნატო ახსაბაძე

მედიატორი
სიითი N0375
ნატო ახსაბაძე - მედიატორი 2026 წლიდან

პროფესიით იურისტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაცია). ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და კერძო სამართლის მაგისტრის დიპლომებს (ორივე წარჩინებით). 2026 წლის ოქტომბრიდან სწავლას იწყებს გერმანიაში, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში (Goethe University Frankfurt), სამართლისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე (LL.M. in Finance). არის გერმანიის ეროვნული სტიპენდიის (Deutschlandstipendium) მფლობელი.

2022 წლიდან 4 წლის განმავლობაში მუშაობდა სს „საქართველოს ბანკში” სამართლებრივი კვლევებისა და შესაბამისობის ჯგუფის იურისტად, სადაც მომზადებული აქვს 80-ზე მეტი საერთაშორისო სამართლებრივი დასკვნა ფინანსური რეგულაციების, მომხმარებელთა დაცვის, კონკურენციისა და შრომის სამართლის მიმართულებით, ასევე შეფასებული აქვს 70-ზე მეტი საკანონმდებლო პროექტი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობასთანშესაბამისობის კუთხით.

ფლობს საერთაშორისო საკონსულტაციო, პრაქტიკულ და საარბიტრაჟო გამოცდილებას - მუშაობდა PwC Georgia-ში საგადასახადო, სახელშეკრულებო, შრომისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით, ხოლო საერთაშორისო სტაჟირების ფარგლებში (LK LAW LLP, ლონდონი/AIFC Court and IAC, ყაზახეთი) ატარებდა შედარებით-სამართლებრივ კვლევებს ბრიტანულ და ქართულ სახელშეკრულებო სისტემებზე და ამზადებდა ანალიზს საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების საკითხებზე.

აკადემიური და პროფესიული მიღწევებისთვის მინიჭებული აქვს თსუ-სა და J&T Consulting-ის მიერ მხარდაჭერილი ფატი გოკიელის სახელობის ჯილდო, იყო Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot-ის თსუ-ს გუნდის წევრი და მომხსენებელი (ვენა, ავსტრია), გავლილი აქვს ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თსუ-ს ერთობლივი 12-კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამა საავტორო უფლებებში (CopyrightX).

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
უკან