მარინა ფიდუაშვილი — მედიატორი 2026 წლიდან
ამჟამად სს „ჯასთ ედვაიზორს“-ის დირექტორის, ადვოკატისა და იურისტის პოზიციებს იკავებს.
2021 წლიდან მარინა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ძირითადი სპეციალიზაციით - სამოქალაქო სამართალი, ხოლო დამატებითი სპეციალიზაციით - ბავშვთა უფლებები. ამასთან, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კორპორაციული მდგრადობის კომიტეტის წევრი და მენტორი-ადვოკატი სამოქალაქო სამართლისა და ბავშვთა უფლებების სპეციალიზაციის მიმართულებით.
მის პროფესიულ საქმიანობას ასევე მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიმართულება, რაც მის კომპეტენციას ავსებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ცოდნით.
ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო იღებდა სტიპენდიას.
აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, განსაკუთრებით სამოქალაქო, საოჯახო, შრომითი და ბიზნესის სამართლის მიმართულებით. მისი პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივ კონსულტირებასა და მოლაპარაკებების წარმოებას, ისე სადავო საკითხების სამართლებრივ მართვას. ამასთან, აქვს სასამართლოში წარმომადგენლობის პრაქტიკული გამოცდილება.
2025 წელს გაიარა მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო კურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში.
პროფესიული გამოცდილება, სასამართლო დავებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მრავალწლიანი პრაქტიკა, ასევე ბავშვთა უფლებების მიმართულებით სპეციალიზაცია ქმნის მყარ საფუძველს მედიაციის პროცესში მხარეთა ინტერესებისა და საჭიროებების სრულყოფილად გააზრების, ეფექტიანი კომუნიკაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული.