მარიამ რუხაძე - მედიატორი 2026 წლიდან
ამჟამად, იურიდიული კომპანია „დოთს ლეგალის“ იურისტი.
ამჟამად, იურიდიული კომპანია „დოთს ლეგალის“ იურისტი.
პროფესიით იურისტი, ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს, ხოლო ამჟამად სწავლას აგრძელებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
2025 წელს წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი მედიაციაში. ფორმალურ განათლებასთან ერთად, ის აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პროგრამებში და ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში.
როგორც პრაქტიკოს იურისტს, ყოველდღიური შეხება აქვს კერძო სამართლის ყველა აქტუალურ საკითხთან.
მისი სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კორპორაციული და ბიზნეს სამართალი, სახელშეკრულებო, ვალდებულებითი, საოჯახო-მემკვიდრეობითი და შრომის სამართალი.
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.