სოფიო ჩიხრაძე - მედიატორი 2026 წლიდან
ამჟამად არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ამავე ასოციაციის გარემოს დაცვითი სამართლის კომიტეტის წევრი და სპეციალიზებული ადვოკატი სამშენებლო და არქიტექტურულ სამართალში.
სოფიო ჩიხრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საჯარო და ასევე კერძო სექტორში საქმიანობას. 2001 - 2004 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი რადიოს საინფორმაციო განყოფილების კორესპონდენტად. იურიდიულ პრაქტიკას ეწევა 2004 წლიდან. 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. აქვს საადვოკატო საქმიანობისა და სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლობის მრავალწლიანი გამოცდილება. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში იურისტის, მთავარი სპეციალისტის და მენეჯერულ პოზიციებზე (2025 წლამდე). იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და ამავე ასოციაციის Pro-Bono პროექტის “მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა იურიდიული დახმარება” - ადვოკატი. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი. 2026 წლიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გარემოსდაცვითი კომიტეტის წევრი.
სოფიო ჩიხრაძე 2004 წლიდან ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომს, ასევე ფლობს ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დიპლომს 1998 წლიდან (მაგისტრთან გათანაბრებული).
სოფიოს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ათეულობით კურსი, მათ შორის:
2012წ - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - “საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის მენეჯმენტი”;
2017წ - GBA, GIZ – “სპეციალური კურსი ადმინისტრაციულ სამართალში და ადვოკატ ტრენერთა ტრენინგი ადვოკატთა ადმინისტრაციული სამართლის სწავლების მეთოდიკაში;
2017წ - იურიდიული საკონსულტაციო ბიურო - კვალიფიკაციის ასამაღლებელი 10 კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამა “სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში”;
2023წ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი - „სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული მედიაციის (60 საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგი“;
2025წ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - “ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის კურსი სამშენებლო და არქიტექტურულ სამართალში”.
სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.