პროფესიით იურისტი. 2022 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2026 წელს — ასევე წარჩინებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.
ლევანს გავლილი აქვს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი, ასევე სხვადასხვა პროფესიული ტრენინგი კერძო სამართლის, სახელშეკრულებო ურთიერთობებისა და დავების გადაწყვეტის მიმართულებით.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სამართლებრივ კვლევას, კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს, ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას. საქართველოს პარლამენტში საქმიანობისას მუშაობდა საპარლამენტო კონტროლის პრაქტიკული მექანიზმების გამოყენებაზე, კანონპროექტების სამართლებრივ ანალიზზე.
ლევანს აქვს უცხოურ კომპანიებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის განხილვის, სამართლებრივი რეგულაციების კვლევისა და შესაბამისი საკითხების კოორდინაციის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და პროფესიულ პროგრამაში.
მისი პროფესიული ინტერესის სფეროებია მედიაცია და დავის ალტერნატიული გადაწყვეტა, კერძო და სახელშეკრულებო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი და საპარლამენტო კონტროლი.
სამუშაო ენები: ქართული,ინგლისური, რუსული.