თინათინ გორგილაძე - მედიატორი 2026 წლიდან
ამჟამად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერი.
პროფესიით იურისტი, ფლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომს საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2023 - 2024 წელს თინათინს გავლილი აქვს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60 საათიანი სასერთიფიკატო და საკვალიფიკაციო ტრენინგები, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სასაწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები თემაზე: მედიაცია, ეფექტური კომუნიკაციებისა და რთული სიტუაციების მართვა.
თინათინის სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: სამეწარმეო, ვალდებულებითი, სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო, სახელშეკრულებო, შრომის, სააღსრულებო, საბანკო, საგადასახადო სამართალი.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2014 წლიდან მუშაობს იუსტიციის სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის თანაშემწედ. 2006-2007 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ხოლო მანამდე გაიარა სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში, რა დროსაც მუშაობდა სადიპლომო ნაშრომზე „უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების დადგენის სამართლებრივი რეგულირება.“
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.