ENG

მედიატორი

ნათია ბაღდავაძე

მედიატორი
N0334
სასამართლო მედიატორი
ნათია ბაღდავაძე - მედიატორი 2025

ამჟამად იურიდიული ოფისის „დოთს ლეგალ“-ის იურისტი.

ფლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, კერძო სამართლის მიმართულებით.   ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2024 წელს გავლილი აქვს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის (60-საათიანი) სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი.

2020 წლიდან აქტიურად ესწრება მედიაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასერთიფიკატო კურსი, ბიზნეს სამართალსა და მედიაციაში. დამატებით გავლილი აქვს NCADR-ის მიერ ორგანიზებული მედიაციის (32 - საათიანი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსი, ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული (20 - საათიანი) ტრენინგი მედიაციისა და მოლაპარაკების წარმოების შესახებ.

2021 წლიდან, ნათია აქტიურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას, გამოცდილება აქვს კერძო სექტორში მუშაობის, როგორც კომპანიებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან.

ნათიას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: კორპორაციული და ბიზნეს სამართალი, სახელშეკრულებო, ვალდებულებითი, საოჯახო-მემკვიდრეობითი სამართალი, შრომის სამართალი.

სამუშაო ენა: ქართული
უკან