ENG

მედიატორი

ნანა ნატროშვილი

მედიატორი
სიითი N0372
სასამართლო მედიატორი
ნანა ნატროშვილი - მედიატორი 2026 წლიდან

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

ნანა ნატროშვილი პროფესიით არის იურისტი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების დამატებითი სპეციალიზაციით.

მას აქვს იურიდიულ სფეროში საქმიანობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. 2026 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

ნანა მრავალი წლის განმავლობაში იურიდიულ მომსახურებას უწევს მსხვილ დეველოპერულ, საკონსულტაციო და სხვა კომერციულ კომპანიებს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს კერძო სამართლის მრავალ მიმართულებას.

ნანა ნატროშვილს მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და კერძო ბიზნეს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი. მას აქვს მრავალწლიანიპრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

სამუშაო ენა: ქართული
უკან