ანა კორძახია - მედიატორი 2025 წლიდან
ბიზნესის მხარდამჭერის ასოციაციის ააიპ „ბიზნეს საქართველოს“ იურიდიული დეპარტამენტის იურისტი.
ბიზნესის მხარდამჭერის ასოციაციის ააიპ „ბიზნეს საქართველოს“ იურიდიული დეპარტამენტის იურისტი.
2024 წლიდან არის „მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი“-ს მოწვეული ლექტორი სალექციო კურსით „ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებებში“ და სალექციო კურსით „სამოქალაქო განათლება“. ასევე „ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიაში“ ანა უძღვება სალექციო კურსს „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ მიმართულებით.
პროფესიით იურისტი, ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრის დიპლომს. 2024 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა. ამავე წლიდან განათლებას იღებს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე.
2024 წელს ანამ გაიარა სსიპ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი, 2024 წელს გავლილი აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ ორგანიზებული მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი., 2023 წელს ჩაბარებული აქვს შრომის უსაფრთხოების დარგში სრული აკრედიტირებული პროგრამის გამოცდა და მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის წოდება.
2022 წელს ანა ორგანიზატორის სტატუსით მონაწილეობას იღებდა გერმანელ ექსპერტებთან ერთად გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს რეგიონთაშორის კონფერენციაში „პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბება რეგიონულ დონეზე გარემოსა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების განხორციელების გაუმჯობესების მიზნით საქართველოში“, რომელზედაც გაიცა საერთაშორისო სარეკომენდაციო ხასიათის წერილი გერმანიის შრომის დაცვის ასოციაციის მიერ (VDSI).
ანას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: შრომითი, სახელშეკრულებო და საოჯახო ურთიერთობები.
ანას სამედიაციო საქმეთა კატეგორიებია: შრომითი, სახელშეკრულებო და საოჯახო ურთიერთობები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური