ENG

_medaitor

ნინო ნოზაძე

მედიატორი
სიითი N0360
ნინო ნოზაძე - მედიატორი 2026 წლიდან

ამჟამად სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი’’- ს იურიდიული სამსახურის - დავების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.

პროფესიით იურისტი, 2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში. 2017 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

2020 წელს მოიპოვა DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) – ის სტიპენდია - გერმანულენოვანი სამართლის სამაგისტრო პროგრამა - LL.M. zu Köln.2016 წლიდან დღემდე არის სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ წევრი, ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2019-2022  წლებში იყო სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ შრომის სამართლის კომიტეტის წევრი.2018 წლიდან დღემდე არის ,,საქართველოს არბიტრთა ასოციაციის’’ (GAA)  წევრი.2025 წლიდან არის სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი.
 
პროფესიული გამოცდილება:აქვს იურისტად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს სექტორში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო დაწესებულებებში. 2010 -2014 წლებში მუშაობდა სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიურო’’- ში სხვადასხვა პოზიციაზე. მას ასევე აქვს პრობლემური აქტივების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. 2014 წლიდან 2026 წლამდე იყო რამდენიმე კომპანიის მთავარი იურისტი და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მათ შორის: შპს ,,აგრობესთ ჯორჯია’’, ,,ააიპ სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი“,კომპიუტერული კომპანია  - შპს ,,ულტრა“, ,, Agrobest Grup’’,  სუპერმარკეტების ქსელი  - ,,ფრესკო’’,  GLS Holding.  

ნინოს ასევე აქვს საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე მუშაობის გამოცდილება.

გავლილი აქვს ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის’’ სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული  არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში და მიღებული აქვს სერტიფიკატები სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

სამუშაო ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური.
_back