ENG

ისტორიული დღე მედიაციისთვის!

2020 წლის 8 სექტემბერს, “მედიაციის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან პირველად, საქართველოს ისტორიაში შედგა კერძო სამედიაციო მორიგების აღსრულების მიზნით მიღწეული შეთანხმების დადასტურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” ულოცავს დავის მხარეებს, ვინც აირჩია დავის შეთანხმებით დასრულების გზა და მიაღწია მათ ინტერესის შესაბამის სამედიაციო მორიგებას.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება / მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის პრეზენტაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" მხარდაჭერით მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.