მედიაციის კვირეულის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ნიკოლოზ მარსაგიშვილი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციას” ესტუმრა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გულითადად მიულოცა ასოციაციას და მედიატორებს პროფესიული დღე და ხაზი გაუსვა მედიატორის პროფესიის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა აღნიშნა ასოციაციის მხრიდან 2020 წლის მანძილზე პროფესიის განვითარების მიმართულებით გადადგმული ეფექტური ნაბიჯების თაობაზე და დააფიქსირა პროფესიის და ასოციაციის მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზაობა.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა საბჭოს მდივანს დაათვალიერებინა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით ოფისის ახლად აღჭურვილი ოთახები (ტექნიკით აღჭურვის პროცესი, რაც მედიაციის პროცესის წარმოებას ესაჭიროება უახლოეს პერიოდში დაიწყება), მორგებული მედიაციის პროცესის საჭიროებებს და მზაობა სასამართლო მედიაციის მიზნებისთვის ოფისის ოთახების გამოყოფის შესახებ თბილისის, რუსთავის და მცხეთის სასამართლო მედიაციის სამედიაციო პროცესებისთვის.
საბჭოს მდივანმა ასოციაციას მადლობა გადაუხადა გამოხატული მხარდაჭერისთვის სასამართლო მედიაციის მიმართულებით და აღინიშნა რომ 2021 წლიდან სასამართლო ასოციაციის ოფისის შესაბამის ფართს აქტიურად გამოიყენებს სამედიაციო პროცესებისთვის.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მადლობას უხდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროფესიული დღის მოლოცვისთვის.