ENG

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ნიკოლოზ მარსაგიშვილი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციას” ესტუმრა

მედიაციის კვირეულის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ნიკოლოზ მარსაგიშვილი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციას” ესტუმრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გულითადად მიულოცა ასოციაციას და მედიატორებს პროფესიული დღე და ხაზი გაუსვა მედიატორის პროფესიის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა აღნიშნა ასოციაციის მხრიდან 2020 წლის მანძილზე პროფესიის განვითარების მიმართულებით გადადგმული ეფექტური ნაბიჯების თაობაზე და დააფიქსირა პროფესიის და ასოციაციის მხარდაჭერა და თანამშრომლობის მზაობა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა საბჭოს მდივანს დაათვალიერებინა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით ოფისის ახლად აღჭურვილი ოთახები (ტექნიკით აღჭურვის პროცესი, რაც მედიაციის პროცესის წარმოებას ესაჭიროება უახლოეს პერიოდში დაიწყება), მორგებული მედიაციის პროცესის საჭიროებებს და მზაობა სასამართლო მედიაციის მიზნებისთვის ოფისის ოთახების გამოყოფის შესახებ თბილისის, რუსთავის და მცხეთის სასამართლო მედიაციის სამედიაციო პროცესებისთვის.

საბჭოს მდივანმა ასოციაციას მადლობა გადაუხადა გამოხატული მხარდაჭერისთვის სასამართლო მედიაციის მიმართულებით და აღინიშნა რომ 2021 წლიდან სასამართლო ასოციაციის ოფისის შესაბამის ფართს აქტიურად გამოიყენებს სამედიაციო პროცესებისთვის.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მადლობას უხდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროფესიული დღის მოლოცვისთვის.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის” ფარგლებში მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

პოლონეთში, სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც 2024 წლის 18 ოქტომბერს პომერანიის სლუპსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი) გამართულ საზეიმო ცერემონიას დაესწრო

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან.