ENG

ტრენინგები: საპროექტო განაცხადის მომზადებაში, რესურსების მობილიზებისა , ანგარიშგების საფუძვლებსა და ჯგუფური შეკავშირებაში

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ მხარდაჭერით გამართა ტრენინგები საპროექტო განაცხადის მომზადებაში, რესურსების მობილიზებისა , ანგარიშგების საფუძვლებსა და ჯგუფურ შეკავშირებაში.

შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერმა - ივანე ჩიტაშვილმა

ტრენინგზე განხილულ იქნა: რესურსების მობილიზების/ფონდების მოძიების პრინციპები, პროექტის ციკლის ფაზები და დაგეგმვა, საპროექტო განაცხადის სტრუქტურა, პრობლემის აღწერა, მიზნის ფორმულირება აგრეთვე პროექტის საქმიანობების განსაზღვრა, ფინანსური დაგეგმვა , ინდიკატორები , მონიტორინგისა და ანგარიშგების ძირითადი პრინციპები ასევე ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური შეკავშირების ტრენინგი, სადაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ადმინისტრაციამ და საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგები განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია