“საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - ,,საქპატენტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის მედიაციის პოპულარიზაცია და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვა საქპატენტში. ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებთან, მედიაციასთან და ასევე სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა; ინტელექტუალური საკუთრების დავების მედიაციის გზით რეგულირების საკითხებში თანამშრომლობა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ.