ENG

ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იმყოფებოდა ADR თემაზე ორგანიზებული სასწავლო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, რომელიც განხორციელდა გლობალური საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით. 
აღნიშნულ ვიზიტში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მოსამართლეები. სასწავლო ვიზიტის პირველი ნაწილი გაიმართა დუბლინში, ირლანდიაში. მონაწილეები ესტუმრნენ ირლანდიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციას Glencree-ს,რომელიც მუშაობს ინდივიდებთან და ჯგუფებთან კონფლიქტის გარდაქმნაზე, შერიგების პრაქტიკის დანერგვაზე, ჯანსაღი თემთაშორისი ურთიერთობების შექმნასა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაზე.
სასწავლო ვიზიტის მეორე ნაწილი, გაიმართა გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში, დელეგატები ესტუმრნენ დავის ეფექტური გადაწყვეტის ცენტრს CEDR-ს.შეხვედრას უძღვებოდა კომერციული დავების ხელმძღვანელი რიჩარდ ნუნი. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა : მედიაცია, როგორც სერვისის მიწოდების პროცესი, მედიაციის პროპორციული ღირებულება ქეისებთან მიმართებით, ადვოკატის როლი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის პროცესში, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიაციის ფართოდ დანერგვის საჭიროებას ქვეყანაში, რაც განაპირობებს მართლმსაჯულების კიდევ უფრო ეფექტიან ხელმისაწვდომობას. დელეგატებმა ინფორმაცია მიიღეს შრომითი დავების მოგვარებისა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ დასაქმებულთა უფლებების, დისკრიმინაციისა და უთანასწორობის კონტექსტში. ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლითაც ხელი ეწყობა მედიაციის დარგის განვითარებას საქართველოში
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია