ENG

ამ წუთებში, ,, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა" და ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით მიმდინარებს ონლაინ ტრენინგი

ამ წუთებში, ,, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა" და ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით მიმდინარებს ონლაინ ტრენინგი ბიზნესისთვის მედიაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 
ტრენინგის ფარგლებში, მედიატორები ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობენ მედიაციის ფორმებს, დავებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებს და იმ სერვისებს, რომლებსაც ასოციაცია ბიზნესს სთავაზობს.
შეხვედრაზე განხილული იქნება კონკრეტული ქეისებიც.
 მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად ჩატარდება და ბიზნესის სხვა წარმომადგენლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ და გაეცნონ მედიაციის არსს.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკითრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით დაგეგმილ ვებინარში, რომელიც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს შეეხებოდა.

ღონისძიება გაიმართა WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ვებინარზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.