ENG

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 22 მარტიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება 10 კალენდარული დღით 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ სერტიფიცირების პროგრამის თანახმად, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნებისათვის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის (first come, first served) პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, პრაქტიკულ უნარ ჩვევებში შემოწმების ეტაპს გაივლის მომდევნო ნაკადის ფარგლებში.

პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით რომელიც განთავსებულია ასოციაციის ვებ-გვერდზე  www.mediators.ge .

პროგრამის გავლის მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: (ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; (ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა 100 (გაცემული რეგისტრაციამდე მაქსიმუმ 10 დღით ადრე); (გ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (გაცემული რეგისტრაციამდე მაქსიმუმ ერთი თვით ადრე); (დ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; (ე) ბიოგრაფია (CV); (ვ) ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
(ზ)პრაქტიკულ უნარ-ჩვევების შემოწმების საფასური.

პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების საფასურად განისაზღვრა 250 ლარი.  
გთხოვთ, საფასური გადაიხადოთ შემდეგ ანგარიშზე -  (GE89BG0000000498819089
ბანკის კოდი: BAGAGE22).


მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლია იხილოთ სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულებაში.

გთხოვთ იხილოთ აპლიკაციის ბმული.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი და მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

ირაკლი ყანდაშვილი ევროპელ კოლეგებს, მეორედ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის, მისი განცხადებით საერთაშორისო კავშირების განვითარება , ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებას, განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს .

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი „მედიაციის“ სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის პროფესორის, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო „მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება“, რომელიც 2022 წელს გამოიცა და ფართოდ გამოიყენება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, როგორც სასწავლო სახელმძღვანელო აზერბაიჯანის მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ინიციატივით და აზერბაიჯანის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით ითარგმნა და გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე.

მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი

ისტორიული მნიშვნელობის სახელმძღვანელო მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის პირველი განმარტებით კომენტარი