ENG

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა

11 ივნისს გაიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი.

საკომიტეტო მოსმენის ძირითად საკითხს წარმოადგენდა მედაიციის ინსტიტუტის ანალიზი სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, ევროპულ ქვეყნებში არსებული გამოწვევები მედიაციის პროცესის წარმოების სტადიაზე.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა