ENG

ევროპის საბჭოს ეგიდით პროექტი -"დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ დაიწყო, რომლის მიზანია ქვეყანაში მართლმსაჯულების მიმართულებით ალტერნატიული მექანიზმების განვითარება.

ევროპის საბჭოს პროექტის პირველი მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად მართლმსაჯულების პროცესში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებიც იღებდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსმა, მორის ბარამიამ და ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა, საქართველოს და აზერბაიჯანის სამმართველოს ხელმძღვანელმა, მაჰირ მუშტეიდზადამ მიმართეს.
ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალების დანერგვა საქართველოში, სოციალური მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე პროექტის ძირითადი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს და პროექტის 6 თვიანი გეგმის პრეზენტაცია წარადგინეს .
მედიაციის მიმართულებით დაგეგმილია სასწავლო მოდულების შემუშავება და მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.ა

უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია