საქართველოს უზენაესი სასამართლოს , სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი გრატიაშვილმა, ბოლნისის რაიონული სასამართლოში გახსნეს სასამართლო მედიაციის ცენტრი.რეგიონალურ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში.ასოციაცია მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.