საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქალბატონმა-ნინო ქადაგიძემ და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ-ირაკლი ყანდაშვილმა 29 დეკემბერს, ქ. ქუთაისში საზეიმო სიმბოლური ლენტის გაჭრით გახსნეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლო მედიაციის ცენტრები რეგიონალურ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გახსნილი მედიაციის ცენტრები ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.