ENG

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის” ფარგლებში მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.
 
მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR- ის მიმართულებით მრჩეველი ირაკლი გელოვანი მიესალმნენ.
 
შეხვედრას მოდერირება გაუწიეს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა-თამარ იმნაიშვილმა და მედიატორთა ასოციაციის წევრმა მედიატორმა - ტარიელ სიხარულიძემ.
 
შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, გამოცდილმა მედიატორებმა ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
 
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია პერმანენტულად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის დახვეწასა და განვითარებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა მარნეულში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

ტრენინგი -„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით-„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება“, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში გაიმართა

2023 წლის 16 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2023 წლის 16 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი: