ENG

მედიატორთა ტრენინგი

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ტრენინგზე "მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა". მონაწილეების შერჩევა მოხდება ზუგდიდში, ბოლნისში, ახალციხესა და კახეთის რეგიონში. მედიატორების დატრენინგება მიზნად ისახავს რეგიონებში მედიატორის პროფესიის დამკვიდრებასა და სამომავლოდ, სასამართლო მედიაციის განვითარების ხელშეწყობას.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები უფასოდ გაივლიან მედიატორის 60-საათიან დისტანციურ ტრენინგ კურსს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მედიაციის საფუძვლებს, დაეუფლებიან მედიატორის უნარ-ჩვევებს, მედიაციის წარმართვის ტექნიკასა და სტრატეგიებს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

აღნიშნული ტრენინგი სსიპ„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების თანახმად დაგეგმილი იყო 2020 წლის მანძილზე, რასაც ხელი შეუშალა ქვეყანაში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება / მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის პრეზენტაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" მხარდაჭერით მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.