ENG

მნიშვნელოვანი სიახლე “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” წევრთა კორპორაციული სერვისების მიმართულებით

მნიშვნელოვანი სიახლე “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” წევრთა კორპორაციული სერვისების მიმართულებით.

ასოციაცია ზრუნავს წევრების უფლებებზე და  მათთვის ასოციაციის მხრიდან სამუშაო გარემოს შექმნაზე. ამ მიზნით, ასოციაციამ დაასრულა მოლაპარაკების პროცესი კომპანია „ტერმინალთან“ და 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ასოციაციის წევრებს სპეციალური კორპორაციული შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ტერმინალის ოფისებით, სამუშაო და საკონფერენციო სივრცით (ე.წ. ქოვორქინგ სივრცე), თბილისში არსებულ ტერმინალის ფილიალებში, 24 საათის განმავლობაში, სპეციალურად მედიატორებისთვის შემუშავებული სატარიფო პაკეტის გამოყენებით.

დაინტერესებული მედიატორები დაუკავშირდით ასოციაციას.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება / მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის პრეზენტაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" მხარდაჭერით მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.