ENG

ონლაინ დისკუსია: “ქალთა უფლებების რეალიზება მედიაციის საშუალებით”

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართება ონლაინ დისკუსია საკითხზე: “ქალთა უფლებების რეალიზება მედიაციის საშუალებით”.

მოდერატორი:
ირაკლი ყანდაშვილი - „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
ღონისძიებას გახსნის გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი - ირინა ჯაფარიძე.

მომხსენებელი:
კონსტანტინე გელაშვილი - „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორი.

მონაწილეები:
ელენე ორჯონიკიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი.
გურამ კორკოტაშვილი - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი.

ღონისძიება, ასოციაციის Facebook გვერდის საშუალებით გადაიცემა პირდაპირ ლაივში.
ონლაინ დსკუსია გაიმართება 8 მარტს, 13:30 საათზე. 
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის” ფარგლებში მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება, რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

პოლონეთში, სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც 2024 წლის 18 ოქტომბერს პომერანიის სლუპსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი) გამართულ საზეიმო ცერემონიას დაესწრო

გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან.