ENG

პირველი რეგიონალური ვორქშოფი „რეგიონული გამოცდილების გაცვლა ADR (მედიაციის) სფეროში“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის ორგანიზებით და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ტექნიკური მხარდაჭერით საქართველოში 10-11 ნოემბერს რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ იურისტ მედიატორთა პირველი რეგიონალური ვორქშოფი „რეგიონული გამოცდილების გაცვლა ADR (მედიაციის) სფეროში“ მიძღვნილი რეგიონში მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის როლზე და მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაზე სპეციალური მიწვევით სპიკერის რანგში იმყოფებოდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ოლაფ მუტორსტი, რომელმაც ისაუბრა როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის მედიაციის ზოგად პრინციპებზე და უპირატესობებზე, ისე მედიაციის შედეგად მიღებულ შეთანხმების აღსრულებაზე.

ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ქონდათ წამოედგინათ და გაეზიარებინათ თავიანთი ქვეყნების გამოცდილებები.

თავმჯდომარემ განაცხადა რომ მსგავსი ტიპის რეგიონალური კონფერენციები ერთი მხრივ აღრმავებს მეზობლებს შორის ურთიერთობას რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელი გლობალური მდგომარეობის გათვალისწინებით და მეორე მხრივ ეს არის პროფესიებს შორის თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი ფორმატი რაც რეგიონში მედიაციის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ღონისძიების მიზანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მედიაციის ჰაბის შექმნა კავკასიის რეგიონში.

ზემოაღნიშნული სემინარზე მონაწილეები შეთანხმდნენ რომ გააგრძელებენ მუშაობას დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის (მედიაცია) შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის დამყარებაზე. ასე რომ, ეს სემინარი იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მედიაციის ჰაბის შექმნის დასაწყისი.

იმედს ვიტოვებთ აღნიშნული თანამშრომლობა იქნება სტაბილური და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია