ENG

პირველი ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი “მედიაცია იურისტებისთვის”

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” და “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ერთობლივი ინიციატივით, USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity მხარდაჭერით დაფუძნდა ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი “მედიაცია იურისტებისთვის”, რომელიც ყოველ წელს გაიმართება. საერთაშორისო ფორუმი “მედიაცია იურისტებისათვის” გახსნა და მოდერირება გაუწია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა. ფორუმზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა, USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მარია სლაზაკმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა. ფორუმში მონაწილეობას ასევე იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის პრაქტიკა და გამოცდილება. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს წარმომადგენლის როლს მედიაციის პროცესში. საერთაშორისო ფორუმის „მედიაცია იურისტებისთვის“ დაფუძნება არის ძალზედ კარგი შესაძლებლობა იურისტებისათვის ყოველწლიურად გაეცნონ დავის რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ სიახლეებს. ღონისძიების დასასრულს ხელი მოეწერა ქარტიას, რომელიც მიზნად ისახავს შესაძლებლობის ფარგლებში მედიაციის განვითარების ხელშეწყობას. “საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” აგძელებს მედიაციის პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას და გეგმავს არაერთი სხვა მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის შემდგომ განვითარებას საქართველოში.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება / მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის პრეზენტაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" მხარდაჭერით მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.