ENG

რიგით მე-3 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი -„მედიაცია იურისტებისთვის“

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი რიგით მე-3 ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი -„მედიაცია იურისტებისთვის“ გაიმართა

საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია იურისტებისათვის“ გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მარია სლაზაკმა, და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

„ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წრმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი ექსპერტები.

მთავარი მომხსენებელი გახლდათ მაიკლ მაკილვრაითი რომელმაც ისაუბრა მედიაციის ევოლუციაზე სამართლებრივ პრაქტიკაში. ფორუმზე უცხოელმა ექსპერტებმა გაუზიარეს ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება. დისკუსიის ფორმატში ასევე პანელის მონაწილეებმა განიხილეს წარმომადგენლის როლი მედიაციის პროცესში და ფინანსური კუთხით მედიაციის უპირატესობის საკითხი.

ფორუმზე ერთ-ერთი პანელის „ადვოკატის, როგორც მედიაციის პროცესში წარმომადგენლის გამოცდილების გაზიარება/სარგებელი, რომელსაც ადვოკატები მედიაციის საშუალებით იღებენ“ მოდერატორი გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელები.

ფორუმის ერთერთი პანელი დაეთმო ადვოკატთა ეთიკურ მოვალეობებს მედიაციის პროცესის დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები.

ყოველწლიური ფორუმის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლება იურისტებში და წარმოჩენა იმისი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მედიაციის პრაქტიკის დანერგვა იურიდიულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ ფორუმი „მედიაცია იურისტებისთვის“ არის ძალზედ კარგი შესაძლებლობა იურისტებისათვის ყოველწლიურად გაეცნონ დავის რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ სიახლეებს“
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა კერძო მედიაციის ცენტრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“

ღონისძიებაში მონაწილე ადვოკატებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი მიესალმნენ.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.