ENG

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-სა და ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია“-ს (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-სა და ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია“-ს (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ინსტიტუციური განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების დანერგვა/პოპულარიზაციას და მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის მედიაციის მექანიზმის  ხელმისაწვდომობას. მემორანდუმის ხელმოწერამდე სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა სამომავლო ერთობლივი აქტივობები, რომლებიც ხელშემწყობი იქნება მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, მედიაციის მექანიზმის ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრის დასასრულს მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის“ (SMEDA) აღმასრულებელმა დირექტორმა - გიგა ფაიქიძემ.

უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი და მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

ირაკლი ყანდაშვილი ევროპელ კოლეგებს, მეორედ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის, მისი განცხადებით საერთაშორისო კავშირების განვითარება , ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებას, განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს .

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი „მედიაციის“ სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის პროფესორის, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო „მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება“, რომელიც 2022 წელს გამოიცა და ფართოდ გამოიყენება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, როგორც სასწავლო სახელმძღვანელო აზერბაიჯანის მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ინიციატივით და აზერბაიჯანის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით ითარგმნა და გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე.

მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი

ისტორიული მნიშვნელობის სახელმძღვანელო მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის პირველი განმარტებით კომენტარი