ტრენინგი მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობდა და მას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, ლაშა კალანდაძე უძღვებოდა.მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იმნაიშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფიო ტყემალაძე.
ტრენინგზე განიხილეს პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები, ისაუბრეს სასამართლო და არასასამართლო მედიაციაზე , სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი ხასიათის მედიაციაზე, ასევე სამედიაციო მორიგების აღსრულებასა და პირობებზე.
შეხვედრა საინტერესო დისკუსიისა და კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, აღნიშნული ტრენინგი მომავალშიც ჩატარდება და მასში ყველა მედიატორს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს.