ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა.

 
მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი, ეკატერინე ლორთქიფანიძე მიესალმნენ.
ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ადვოკატებს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდეთ მედიაციის პროცესთან დაკავშირებით, მან ახალგაზრდა ადვოკატებს რჩევა მისცა, რომ მედიაციის პროცესში ეფექტური წარმომადგენლები გახდნენ და შეასრულონ მხარეების სანდო მრჩევლების ფუნქცია.
შეხვედრაზე ადვოკატების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა, ასევე ადვოკატთა ასოციაციის ახალმა წევრებმა მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მსგავს შეხვედრებს ხშირად მართავს, რადგან ადვოკატების ინფორმირებულობა მედიაციის პროცესთან დაკავშირებით ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია", ახალციხეში

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალციხეში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია"

გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში, გამართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა სასამართლო მედიაციის ცენტრების კოორდინატორებთან.

სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონის მოსამართლეებთან.