„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია შრომითი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვა და პოპულარიზაცია საქართველოში.
მემორანდუმის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად განახორციელონ: ღონისძიებები, კონფერენციები, პროექტები, ტრენინგები/სემინარები და სხვა აქტივობები.