ENG

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა იტალიის ელჩის მოადგილე - ფაბიოლა ალბანეზესთან.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა იტალიის ელჩის მოადგილე - ფაბიოლა ალბანეზესთან.

შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მედიაციის პროცესის, წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე, ასევე მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგებზე, რომელიც მიზნად ისახავს მედიაციის ხელმისაწვდომობის, პოპულარიზაციის გაზრდას საქართველოში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს,რომლებიც დავის მონაწილე მხარეებისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია მედიაციის გამოყენებით.

შეხვედრაზე მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი, ირაკლი ყანდაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა შემდგომილ ერთობლივი თანამშრომლობისთვის.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება / მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის პრეზენტაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" მხარდაჭერით მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.