“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა.
მედიატორთა ასოციაციის სახელით ირაკლი ყანდაშვილმა, რატი ბრეგაძეს, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და პროფესიული წარმატებები უსურვა.
ასოციაციის თავმჯდომარემ, შეხვედრაზე, მინისტრს გააცნო მედიაციის, როგორც დარგის წინაშე არსებული გამოწვევები და ასევე არსებული საჭიროებები. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი დარგის შემდგომი განვითარებისთვის.
“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” წარმატებებს უსურვებს ბატონ რატი ბრეგაძეს და მზაობას გამოთქვამს მჭიდრო თანამშრომლობაზე იუსტიციის სამინისტროსთან.