“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ორგანიზებით და პარტნიორი დონორი ორგანიზაციის გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა ქალებთან, ქალთა გაძლიერების მიზნით "სცადე მედიაცია".
შეხვედრას უძღვებოდა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, მოქმედი მედიატორი - სოფიო დუღაშვილი.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა განხილულ იქნა: მედიაციის არსი, მედიაციის ინსტიტუტის თანამედროვე სამართლებრივი მნიშვნელობა და უპირატესობები, მედიაციის პროცესის მიმოხილვა, მედიაციის ეფექტურობა დავათა სხვადასხვა კატეგორიებში, მედიაცია პრაქტიკაში.
მონაწილეების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო, დაისვა საინტერესო შეკითხვები.