ENG

შეხვედრა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან.

სამუშაო ჯგუფი შექმნილია მოქმედი მედიატორების შემადგენლობით, რომლებიც იმუშავებენ საპენსიო სტატუსის მქონე მედიატორების „საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებზე“.

აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობა განაპირობა პრაქტიკაში შექმნილმა გამოწვევამ.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაგეგმილია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების გატარება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საპენსიო სტატუსის მქონე მედიატორებს სამედიაციო მომსახურების განხორციელებასთან ერთად მიიღონ სახელმწიფო პენსია.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

გრძელდება საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე

შეხვედრა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა გახსნეს.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მედიაციის ცენტრის გახსნა ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი "იურიდიული დახმარების სამსახურთან"

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“-სა და ,,იურიდიული დახმარების სამსახურ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.