ENG

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ” - ირაკლი ყანდაშვილმა და ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს  ერთობლივი “პრო ბონო’’ პროექტის განხორციელებას,  ინსტიტუციური განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, ასევე  საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის  ხელმისაწვდომობას.
ერთობლივი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს საზოგადოებაში  მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 
აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას მედიაციის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება / მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარის პრეზენტაცია

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის, "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" მხარდაჭერით მედიაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ახალქალაქში, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებთან, „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.