ENG

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა ავსტრიელ მედიატორებთან.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართა ავსტრიელ მედიატორებთან.

დისტანციური ფორმატის შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ ავსტრიელ მედიატორებს გააცნო საქართველოში მედიაციის როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის გამოყენების, ასევე ამ მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგები, რომელიც მიზნად ისახავს მედიაციის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში.

შეხვედრის დასასრულს მხარეთა შორის დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამომავლო ნაბიჯები.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი და მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

ირაკლი ყანდაშვილი ევროპელ კოლეგებს, მეორედ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის, მისი განცხადებით საერთაშორისო კავშირების განვითარება , ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებას, განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს .

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი „მედიაციის“ სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის პროფესორის, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო „მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება“, რომელიც 2022 წელს გამოიცა და ფართოდ გამოიყენება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, როგორც სასწავლო სახელმძღვანელო აზერბაიჯანის მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ინიციატივით და აზერბაიჯანის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით ითარგმნა და გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე.

მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი

ისტორიული მნიშვნელობის სახელმძღვანელო მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის პირველი განმარტებით კომენტარი